ბრიუსელში იმყოფება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მინისტრმა შეხვედრა გამართა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვერა იუროვასთან. განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრიორიტეტების შესრულების შესახებ, რაც განისაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაეთმო საუბარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, სადაც მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში.