საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოთხ თებერვალს ვაშინგტონში გაემგზავრება.

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.