საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ესპანეთში სამუშაო ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მიიღებს მონაწილობას, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა,მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება. ამასთან, ზალკალიანი ესპანელ კოლეგასაც შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.