საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად, „კონფლიქტები და არასტაბილურობა, უთანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები მთელ მსოფლიოში კვლავაც უდიდეს გამოწვევად რჩება“.

მინისტრმა საბჭოს საქართველოში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ახალ ინიციატივებზე და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.