პრემიერის შემდეგ ტრიბუნა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დაიკავა.
დეპუტატებმა ილია დარჩიაშვილსაც ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვები ოკუპირებულ ტერიტორიებს, ქვეყნის უსაფრთხოებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ანტიდასავლურ რიტორიკას ეხებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პროგნოზი ოპტიმისტურია. წლის ბოლოს მინისტრი ევროკომისიისგან ქვეყნის პროგრესზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. გამოსვლის მთავარი მიმართულება იყო უკრაინის ომის შემდეგ გაუარესებული უსაფრთხოება და ამ ფონზე საქართველოს მკვეთრად გაზრდილი ტრანზიტული როლი, რამაც ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით არაერთი ალტერნატიული სატრანსპორტო და ენერგომარშრუტების პერსპექტივა გააჩინა. დასახელდა კონკრეტული პროექტებიც, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, შავ ზღვაში გამავალი წყალქვეშა კაბელი. მოსმენას ოპოზიციის მცირე ნაწილი დაესწრო.