ქვეყნის დეოკუპაცია და განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე – საქართველოს პირველმა დიპლომატმა პარლამენტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის 10 ძირითად მიზანზე ისაუბრა.
დავით ზალკალიანმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს მომავალი წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავარი აქცენტი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე გააკეთა. ხაზი გაესვა რეგიონში საქართველოს როლსაც. სამსაათნახევრიანი ანგარიშის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.