საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი. „ცხრა წლის წინ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.