საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი – ბაქოში სამმხრივი მინისტერიალი ტარდება.
ხვალ დაგეგმილ შეხვედრებში ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. დისკუსიის მთავარი თემაა სამმხრივ ფორმატში სექტორული კავშირების გაძლიერება და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლს კიდევ უფრო ზრდის. ორ დღეში კი ბაქოში საქართველოს პრემიერი ჩავა.