ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ჩეხეთში – პრაღა ევროპელ დიპლომატებს მასპინძლობს. 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ორი დღის განმავლობაში ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ. მათ შორის დისკუსიის მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი. დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის გამკაცრების საკითხზეც. მოგვიანებით კი, დაგეგმილია შეხვედრა „ასოცირებული ტრიოს“ საგარეოს საქმეთა მინისტრებთან. ჩეხეთში იმყოფება მოამბის გადამღები ჯგუფიც.