საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილებიდან საგარეჯოში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი რჩება. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს. ორი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი კრიტიკულად მძიმეა. მეხუთე დაშავებული თბილისში მკურნალობს.