საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია - გამოკითხვები

საგარეჯოში ისევ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ამ წუთებში მიმდინარეობს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად ვის კითხავენ გამომძიებლები. 20 იანვარს მომხდარი ტრაგედიისას მოკლულია ხუთი ადამიანი, დაშავებულები კი ამ დრომდე მკურნალობენ კლინიკებში. დაღუპულთა ოჯახებს კი მოქალაქეები და მთავრობის წევრები სამძიმარს უცხადებენ. ადგილზე იმყოფება მოამბის ჟურნალისტი თათია მაყაშვილი, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.