საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული, სასჯელის სახით, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.