ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო თემაზე, „საქართველო და ევროკავშირი“. პროექტში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე. 15-20 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები სპეციალურად მათთვის მომზადებულ 4-დღიანი პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლს. პროგრამით გათვალისწინებულია მოსწავლეების, როგორც საკომიტეტო ისე, პლენარულ სხდომებზე დასწრება.