თბილისში საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის 65-ე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეობა მიიღეს განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა. მიზანი განათლების განვითარების ხელშეწყობაა. საერთაშორისო კვლევაში ამ ეტაპზე ჩართულია 100 ქვეყანა, მაშ შორის საქართველო, კერძოდ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი. ინიციატორი განათლების სამინისტროა.