საგანგებო რეჟიმში მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია - ჩართვა ცესკოდან

საგანგებო რეჟიმში მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაცია. პროცესის მიმდინარეობის შესახებ მთელი დღის განმავლობაში ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებია დაგეგმილი. საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრით და ონლაინ ჩატით. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ცესკოში წელს 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა აკრედიტებული.