საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 23 მაისს სრულდება. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. ქვეყანაში აღარ იმოქმედებს „კომენდანტის საათიც“, თუმცა, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაინც დარჩება. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად მთავრობამ პარლამენტს მიმართა.