საგანგებო მდგომარეობის მოხსნა

18:16, 21.05.2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 23 მაისს სრულდება. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. ქვეყანაში აღარ იმოქმედებს „კომენდანტის საათიც“, თუმცა, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაინც დარჩება. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად მთავრობამ პარლამენტს მიმართა.

მსგავსი