საგანგებო მდგომარეობა ისრაელში

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში.

იერუსალიმში პალესტინელების გასახლების გეგმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სარაკეტო იერიშებით გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რასაც საპასუხო 150 რაკეტა მოჰყვა. მსხვერპლია ორივე მხარეს. ისრაელმა სარაკეტო დარტყმების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მოძრაობა „ჰამასი“ საპასუხო ზომებით იმუქრება.