საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას მართავს. ამ წუთებში შეკითხვებს ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი ლიანა ბარამიძე პასუხობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ჯამში 30-ზე მეტ პირს გამოკითხავენ. მათ შორისაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ოთხი საარჩევნო უბნის პასუხისმგებელი პირები და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გამოსაკითხთა ნუსხა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 20 პრობლემური უბნის ხელახალი გადათვლის შედეგების გაანალიზებით განისაზღვრა.