31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადასათვლელი 20 საარჩევნო უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოყო. ბიულეტენებს კომისიის მიერ დღეს არჩეული მთვლელები პირდაპირ ეთერში გადაითვლიან.