საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ჩატარებული არჩევნების გამოსაძიებლად შექმნილი კომისია კი დავის საგნად რჩება.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში შესვლას ამ ეტაპზე არცერთი პარტია არ განიხილავს. ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის 31 ოქტომბრის არჩევნების შესასწავლად შეთავაზებული ფორმატი ოპოზიციისთვის მიუღებელი და არაეფექტურია. კომისიის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საარჩევნო უბნების გარკვეული ნაწილის გადათვლა პირდაპირ ეთერში მოხდება, რისთვისაც 12 მთვლელის დაქირავება იგეგმება.