პარლამენტის დროებითი საგამოძიბო კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზეა.
ერთ-ერთი ბოლო სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, სადაც დაგეგმილია კომისიის წევრი მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული პროექტის განხილვა.
ცნობილია, რომ დეპუტატებს შორის „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დასკვნა ფაქტობრივ გარემოებებს არ ემყარება.