ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
„გირჩი“ სებ-ის საქმიანობის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ააქტიურებს. ინიციატივის ავტორების აზრით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციის – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ვალდებულება კომერციული ბანკების სუბსიდირების მიზნით უგულებელყოფილია. სწორედ გაზრდილი ფასებია ის მთავარი პრეტენზია, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფს კობა გვენეტაძის მიმართ აქვს. თუმცა საეჭვოა, მოგროვდება თუ არა საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო მინიმუმ 50 ხმა.
ოპოზიციაში „გირჩის“ წინადადების გარშემო პოზიციები გაყოფილია.