დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის პროტესტი ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლებიც პოლონეთში გაემგზავრნენ. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის უკან გაწვევა მოუწიათ, რადგან აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების საჭირო რაოდენობის მობილიზება ვერ მოხერხდა.
სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს სავარაუდოდ მომავალ კვირაში ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კოლეგების კრიტიკას კვლავ სოციალური ქსელით უპასუხა.