კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია დიდი ალბათობით საერთო დასკვნას არ წარმოადგენს. სავარაუდოდ, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე გასატანად ორ სხვადასხვა პროექტს უყრიან კენჭს. თუმცა მეტი ხმის მოპოვების შანსი კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვს. უთანხმოების მთავარი მიზეზი იმ რეკომენდაციების ფორმულირებაა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო უწყებებს აძლევენ. ოპონენტები ვერც სამართლებრივ შეფასებებზე თანხმდებიან, რის გამოც კომისიის დასკვნითი სხდომა ხმამაღალი განცხადებების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.