საგამოძიებო კომისია „ქოლცენტრების“ საქმეზე

კვლავ განხილვის თემაა, შეიქმნება თუ არა ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია. საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს და ოფისი დალუქეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ადგილზე ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებდა, რომელთანაც, შესაძლოა, კავშირი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და უკრაინის მმართველი ძალის ლიდერს, დავით არახამიას ჰქონდეთ. გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ეს აბსურდული ინფორმაციაა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო უწყებებს უნდა მიეცეთ საშუალება, საქმეზე სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელონ და ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოძიებას მხოლოდ ხელს შეუშლის.