საგამოძიებო კომისია პარლამენტში

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის უარის მიუხედავად, მმართველი გუნდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო პროცედურებს იწყებს. პარლამენტში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, სადაც ჩაიწერა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შესასწავლად კომისიას სამი თვე ექნება. რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციას აქვს შანსი, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებს თავმჯდომარის საკუთარი რიგებიდან შერჩევის უფლებაც აქვთ. ახლა საინტერესოა, როგორ განაწილდება კვოტები და ვინ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში: ამ საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციაში პოზიციები გაყოფილია. ბარიერგადალახული, თუმცა პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები კი, მმართველი გუნდის შეთავაზებას არ იღებენ. გამონაკლისი მხოლოდ „გირჩია“.