ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები ქართულ ბაზარზე. სხვადასხვა დასახელების მაგნიტურ ჟელე ე.წ. ტყლარწში ქიმიური ნივთიერება ბორი დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ბუშტებში კი ზოგ შემთხვევაში დასაშვებ ნორმას ცხრაჯერ აღემატება ის ქიმიური ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა კიბოს უჯრედების ფორმირება გამოიწვიოს და მის გავრცელებას შეუწყოს ხელი. საფრთხის შემცველ პროდუქტებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო იკვლევს.