საფრანგეთში სპეცოპერაციისას ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

სპეცოპერაცია საფრანგეთში. ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრი და ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები ძარცვავდნენ ბინებს, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

#მოამბე ფოთში ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა. მეზობლების ცნობით, რევაზ სესკურია, ქალაქში დიდი ხანია არ უნახავთ და არც მისი დაკავების შესახებ იციან რამე.

საქართველოს მოქალაქეებს ბრალი საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით შეუფარდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.