საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

სტრასბურგში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს საელჩოს დიპლომატიურ მისიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:  +336 11 54 34 60.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოცამდე მოქალაქე, რომლებიც სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით არიან, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სასტუმროებში დააბინავა.