საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცნობილია. პოსტს ემანუელ მაკრონი ინარჩუნებს. ის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტია რომელიც, საფრანგეთს მოსახლეობამ მეორე ვადით აირჩია. წინასწარი შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის 59% მიიღო, მის მოწინააღმდეგე მარინ ლეპენს კი მხარი 12 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა. 2013 წლის შედეგების გათვალისწინებით, ლეპენი მიღებულ შედეგს გამარჯვებად აფასებს და ახლა ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. რაც შეეხება მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონი დილიდან მსოფლიო ლიდერების მილოცვებს იღებს.