საფრანგეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია

„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას,“ – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გაკეთება რამდენიმე დღეში მოუწევს.