საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

„ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“ – განაცხადა მოლდოვაში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც ტრიოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.