საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება  ძირს არ უთხრის ჩვენს სიმტკიცეს, დავასრულოთ გაყინული კონფლიქტები, რომლებიც ძალიან მტკივნეული იარებია ჩვენს კონტინენტზე: უკრაინაში, საქართველოში, კავკასიაში, დნესტრისპირეთში, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხს.

ემანუელ მაკრონი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.  საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი რომ არ დაებრუნებინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეს პირველ რიგში, რუსეთის მოსახლეობისთვის იქნებოდა ნეგატიური შედეგის მომტანი, რადგან მათ აღარ ექნებოდათ შესაძლებლობა მიემართათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.