საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ცვლილებები შეეხო რამდენიმე მინისტრს. საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სეჟორნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპარლამენტის წევრია. სტეფან სეჟორნე ასევე არის გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორი. საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. ცვლილებები შეეხო საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის, ასევე განათლების მინისტრების თანამდებობებს.