საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ორ თვის თავზე საფრანგეთში ახალი მთავრობა შეიქმნა. მინისტრთა კაბინეტში შედიან კონსერვატიული პარტია „რესპუბლიკელების“, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკისა და მათი მოკავშირეების წარმომადგენლები. ერთი პორტფელი მემარცხენე ძალების წარმომადგენელსაც ერგო. აღსანიშნავია, რომ ახალ მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. ამის გამო, საკანონმდებლო ინიციატივების დასამტკიცებლად მათ რეგულარულად მოუწევთ ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება. კერძოდ, საუბარია „ახალ სახალხო ფრონტზე“, რომელშიც მემარცხენე და ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები შედიან, ასევე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანება“, რომლის მხარდაჭერის გარეშე ახალი მთავრობა სათანადო ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.