საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის ინიციატივის განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დეპუტატებმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. კანონპროექტი, რომლის მიხედვით პენსიონერს უფლება მიეცემოდა თავად აერჩია პენსიის გამცემი ბანკი, პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ვაშაძის თქმით, „ლიბერთი ბანკს“ ბაზარზე მონოპოლია აქვს და ამის შედეგად საპენსიო სესხს მაღალ პროცენტში გასცემს.
ვაშაძის განცხადებებს მმართველ გუნდში „პოპულისტურს“ უწოდებენ.