პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც კერძო სექტორისთვის, მათ შორის ტურისტული კომპანიებისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის, ექვსი თვის განმავლობაში, აწესებს საგადასახადო შეღავათებს. ასევე, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს პენსიის შესახებ კანონში. პროექტი სხვადასხვა საკითხთან ერთად, ითვალისწინებს პენსიის ყოველწლიურ მატებას.