პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტში  ბიუროს სხდომა იმართება. დეპუტატები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელებენ, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ეხება.

ასევე, განიხილება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავდა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების გადავადების თაობაზეც იმსჯელებენ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.

საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც.