თუთუნის მწარმოებლები რეგულაციებს აპროტესტებენ

ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა.

10 დღეში ასამოქმედებელი რეგულაციებით, დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება, ასევე დაგეგმილია ე.წ. გასახვევი თამბაქოს აქციზით დაბეგვრა, ანუ ფასის მატება. ხელისუფლება კანონის გამკაცრებას მწეველთა რაოდენობის გაზრდით ხსნის. კვლევები აჩვენებს, რომ ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების შემდეგ თუთუნის მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. დაანონსებულ რეგულაციებს ყველაზე მეტად აჭარის მაღალმთიან რეგიონებში აპროტესტებენ, სადაც აქციები დაიწყო.