„გზა შინისაკენ“ – ამ სახელწოდებით სპორტის უნივერსიტეტის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ის ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი გამარჯვება სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირის მიზანია საქართევლოში მასობრივი სპორტისა და მინი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ასევე, საქართველოს წინააღმდეგ ომების შედეგად სხვადასხვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული დევნილი მოსახლეობის გაერთიანება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.