თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გაგრძელდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებული გიორგი სოხაძე მოწმის სახით დაიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა შემთხვევის დღე.
25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.