პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ცვლილებები 13 დეპუტატმა მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელიაა. დეპუტატი განმარტავს, რომ ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
კანონმდებელი ამბობს, რომ კანონპროექტი გამოცდაა პარლამენტისთვის. ბესელიას საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცვლილებების მხარდაჭერა შეუძლებელია. მამუკა მდინარაძის თქმით, ამ პროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანცელარიას ემსგავსება და ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია.