საქართველო ბრიუსელში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ზეიმობს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე საერთო-სახალხო ღონისძიებით აღნიშნეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი დღეს საქართველოს და ევროკავშირის დროშებითაა მორთული. იყო ხელისუფლების პირველ პირთა და მმართველი გუნდის ლიდერთა მილოცვები და სიტყვით გამოსვლები, რის შემდეგაც სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სადღესასწაულო კონცერტი დაიწყო. კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ზეიმზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა ის სცენაზე სიტყვით არ გამოსულა. ღონისძიებას შეუერთდნენ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებიც.