ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება გუშინ გაიხსნა და 15 ივლისს დასრულდება. თეატრალურ ფესტივალში რვა ქვეყნის თეატრი მონაწილეობს, ასევე, წარმოდგენილი იქნება დედაქალაქიდან 15, რეგიონებიდან კი 17 სპექტაკლი.
ფესტივალზე იმუშავებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებითა და თეატრის ექსპერტებით. საერთაშორისო ჟიური ექვს ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს. მთავარი პრიზი ნოდარ დუმბაძის პრემია 10 ათასი ლარია.