საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ოკუპაციას არ შეურიგდება. ამ გზავნილით აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე საქართველოში, ქვეყნის პარტნიორი სახელმწიფოების ლიეტუვას, ლატვიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ჩამოვიდნენ. გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. მიღებულია სპეციალური კომუნიკეც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს დატოვებამდე მაღალი რანგის დელეგაციამ დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელიც მოინახულა.