გენეტიკური კვლევების ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი დაწესებულება ექნება.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დღეიდან ახალ შენობაში განთავსდა. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით და თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი სივრცე, სადაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ექსპერტიზის ვადები კი მნიშვნელოვნად შემცირდება.
მიზანი საგამოძიებო პროცედურების დაჩქარება და გამოძიების ეფექტურობის ზრდაა.