საერთაშორისო შემფასებელი მისიის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან
საპარლამენტო არჩევნები 2020-ის საერთაშორისო შემფასებელი მისია ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, სპეციალური საერთაშორისო მონიტორების ჯგუფს ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე მიაწვდიან. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას. 7-კაციანი ჯგუფი საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისა და საერთაშორისო დონის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.