პარლამენტში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციის ნაწილი რვა მარტის შეთანხმებას დღის წესრიგიდან არ ხსნის.
დღემდე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ 17 არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სწორედ რურუას პატიმრობის გამო განცხადების ხელმომწერები მარტის შეთანხმებას ბოლომდე შესრულებულად არ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. ოპოზიციის მხრიდან სწორედ ამ კონტექსტში ფასდება ყველა ის გზავნილიც, რომლებსაც ქვეყანა ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებს. ამჯერად პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვანაირად ამერიკის სახელმწიფო მდივნის მისალოცი ტექსტი იკითხება.