საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კიდევ ერთ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
საუბარია სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე, რომელიც საერთო ჯამში 289 მილიონი დოლარის გადმორიცხვას გულისხმობს. თანხა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უნდა მოხმარდეს. პანდემიის და ახლა ომის სახით კიდევ ერთი გამოწვევის ფონზე ფინანსური დახმარების პროგრამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ გლობალური გამოწვევების გამო, ეროვნული ბანკის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სავალუტო ფონდიც ამცირებს.